12, მაისი 2017 20:07:00
დასავლეთ საქართველოში გავრცელებულ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საწინააღმდეგოდ , სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ახალი გეგმა შეიმუშავა. ე.წ. ,,დამჭერი ხაფანგები“ მთელი ქვეყნის მასშტაბით თხილის ბაღებში დამონტაჟდება, რითაც ზუსტად განისაზღვრება მავნებლის ინტენსიურობა. სააგენტოს მონიტორინგის შედეგებიდან გამომდინარე, განისაზღვრება ქიმიური წამლობის ფართობებიც. შეწამვლითი ღონისძიება ივნისში დაიწყება. აზიური ფაროსანას სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიის ქვეყნებია და 300-ზე მეტი სახეობის მცენარით იკვებება, მათ შორის ვაშლით, მსხლით და თხილით. სურსათის ეროვნული სააგენტო ახალ მავნებელთან დაკავშირებით მონიტორინგს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის ( REAP) მხარდაჭერით ახორციელებს.